ბლოგები, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობ

იმ უამრავ ბლოგს შორის, რომელიც არსებობს და რომლებსაც ხშირად ვსტუმრობ, მაინც შეიძლება ამორჩევა რამდენიმე საუკეთესოსი. ქვემოთ ჩამოთვლილი ბლოგების კითხვა ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ამას რამდენიმე მიზეზიც აქვს რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩამოთვლილი ბლოგები თვალში კარგად თუნდაც დიზაინის გამო მხვდება, არ არის უთავბოლო და აბდაუბდა პოსტები. არის დალაგებული, ერთი ზომის ფოტოები, სასიამოვნო ფერები და ა.შ. განსაკუთრებით მომწონს ამ ბლოგების ავტორების წერის სტილი… პოსტები ♥

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაშინ, როდესაც არც კი ვიცოდი რა იყო ბლოგი.. არ ვიცოდი არცერთი ქართული ბლოგი, ვიცოდი დოინ.ჯი, რომელსაც მაშინაც ხშირად ვსტუმრობდი ახლა კი უფრო აქტიურად ვსტუმრობ. პოსტების ორიგინალურობა, ბექას გასა20არი აზროვნება და ჯანსაღი კრიტიკა ძალიან მომწონს. მისი პოსტებით ვივსები და სიამოვნებას ვიღებ. ბევრ ახალ რამეს ვიგებ და ვიძენ კიდეც…

მიყვარს ნატალიას ბლოგიც – wonderland, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აღმოვაჩინე, როცა ბლოგსპოტზე მქონდა ბლოგი… მის ბლოგზე განსაკუთრებული აურა ტრიალებს თითქოს. სიმწვანეა და ლიმნის სუნი მცემს, ვერანდაზე შევივლი ხოლმე, ჩამოვჯდები და თან მის პოსტებს ვათვალიერებ. პოსტების კითხვის დროს თითქოს მთლიანად თვალწინ მიდგება ეს ადამიანი, ჩემებურად ვხედავ მას, რაც მთავარია სიამოვნებას მანიჭებს მისი გულწრფელი ნაწერები : ))

მარიტას ახალგაზრდულ ჩანაწერებში თითქოს სულ გაზაფხული და სითბოა : )) წიგნები, ადამიანები… ფსიქოლოგია – ის რაც უაზროდ მაინტერესებს. ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს მარიტას ბლოგზე და დიდ სიმპატიას იმსახურებს ჩემგან… ♥

გიორგის, ჯაზის მოყვარული ბიჭის : ) ბლოგი სულ რამდენიმე დღეა რაც აღმოვაჩინე და ამის მერე ხშირად შევუვლი ხოლმე. მსიამოვნებს მისი პოსტების კითხვა. იქ ყველაფერია რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება, რაც მიყვარს და რაზეც ვგიჟდები… მხატვრობა, ჯაზი… საინტერესო ადამიანები.. მწერლები… მოკლედ მთლიანად ჩემს გემოვნებაში ჯდება ეს ბლოგი…

ახალი აღმოჩენა ჩემთვის… ბლოგი მხატვრობაზე და მოკლედ რომ ვთქვათ მთლიანად ხელოვნებაზე…  venomous angel შეიძლება იფიქროთ ეს ბავშვი სადაც მოდილიანს დაინახავს ყველა ბლოგი მოწონსო მაგრამ რავიცი.. შეიძლება ასეა, მაგრამ რა ვქნა ძალიან მიყვარს მოდილიანის. ხელოვნებაც, მხატვრობაც, ჯაზიც, წიგნებიც, ადამიანებიც, ორიგინალური აზრებიც და ყველაფერი.. ჩამოთვლილი ბლოგები კი ყველა “კრიტერიუმს” აკმაყოფილებენ.

სხვა მხრივ სასარგებლო, საინტერესო ბლოგები კი, რომლებსაც ასევე ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ბლოგროლის სიაში ნახეთ… ზემოთ ხსენებულ ბლოგებს კი უბრალოდ მათგან გამოვარჩევდი..   ♥

About these ads

7 comments

  1. მადლობა, გამიხარდა შეფასება. ეს ბლოგიც ვატყობ შემიყვარდება:)

  2. doin.ge-s mec vstumrob magram ishviatad mxvdeba siaxleebi.. am blogzec meored var .. mgoni momewona, vnaxot ra iqneba momavalshii ;) :* :*

  3. მადლობა სალომე ასეთი თბილი და სასიამოვნო სიტყვებისათვის… ;) პირფერობაში არ ჩამითვალო, უნდა გამოგიტყდე, მეც ძალიან მომწონს შენი ბლოგი :) ბევრად უფრო დახვეწილი, მოწესრიგებული და სასიამოვნო ბლოგი გაქვს ჩემთან შედარებით…

    P.S. წარმატებებს გისურვებ!!! ;)

  4. დიდი მადლობა გიორგი.. :*:* მეც წარმატებებს გისურვებ <3 <3 <3

  5. ეჰ მომენატრა ბლოგერობა : )

  6. aucileblad gavecnobi am blogebs . madloba :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: