ნაცნობი სინამდვილე

ნაწყვეტი ოსკარ უაილდის წიგნიდან “დორიან გრეის პორტრეტი”…
უშუალოდ ფრაზებს და წიგნისადმი ჩემს დამოკიდებულებას შემდეგ გაგაცნობთ

“ძალიან ცოტა მოიძებნება ჩვენ შორის ისეთი, ვისაც გარიჟრაჟამდე, უძილოდ გატარებული ღამეებიდან ერთხელ მაინც არ გაღვიძებოდეს და იმდენად საამო სიზმარი არ ენახოს, რომ არ ეფიქროს: ოჰ, რა სასურველია სამარადისო ძილიო. ან შესაძლოა ისეთი სიზმრის შემდეგ დასცდენოდა ეს აზრი, ოდეს საშინელებათა ქაოსში ეხვევოდა სული. ან სიბილწით გაუკუღმართებულ სიხარულის მერე, როდესაც ტვინის უჯრედებში თვით სინამდვილეში არსებულთან შედარებით გაცილებით უარესი ჩვენებანი ისე ცოცხლად და ნათლად შეიჭრება ხოლმე, როგორც ყოველგვარი უჩვეულო ფანტაზი. დიახ, ეს იმ ყოვლად ძლიერი ძალის გავლენით ხდება, რომელიც თვით გოთურ ხელოვნებას ასე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს. რადგან ამ ხელოვნების მჭვრეტელს მხოლოდ ერთი შეუძლია იფიქროს, რომ ეს უცილოდ იმ განსაკუთრებულ ადამიანთა ხელოვნებაა, რომელთა გონებაც ნაწამები და მძიმედ დაავადებულია ოცნებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიახ, უჩვეულოა ეს გამოფხიზლება, ოდეს ძილბურანში კვლავ შფოთავს სული. განთიადის თეთრი თითები თანდათანობითქურდულად მოიპარება ფარდის ხვრელებში და თითქოს მარმაშიც ცახცახებს ამ დროს. შავი ფანტასტიკური გამოსახულებანი უხმო ჩრდილებად მიცოცავენ კუთხეებისაკენ და წელმოწყვეტილი იქ იკალათებენ. გარეთ ფრინველები ფრთხიალებენ ფოთლებში, ადამიანის ფეხის ხმა არღვევს მდუმარებას, ის უკვე სამუშაოდ მიეშურება… ქარის კვნესა და ქვითინი გაისმის შორეული გორაკებიდან და დიდხანს დაეხეტება მდუმარე სახლის ირგვლივ, თითქოს მძინარეთა გაღვიძებას ეკრძალვისო, მაგრამ მაინც იძულებულია მისი მეწამულისფერი თავშესაფრიდან განდევნოს ძილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიფრიფანა, ბინდისფერი პირბადე კალთებს აიკეცს და ირგვივ ყველაფერი საკუთარ ფერსა და ფორმას იბრუნებს. ჩვენ თვალწინ რიჟრაჟი ჩვეული მშვენებით ამკობს ქვეყანას. ფერგამკრთალი სარკენი კვლავ სხივმფენი ციმციმით ეგებებიან განახლებულ სიცოცხლეს. დამქრალი სასანთლე დგას იქვე, სადაც წინადღით დატოვეთ. მის გვერდით ნახევრადგაჭრილი წიგნი დევს, რომელსაც გუშინ კითხულობდით. ან თვალს გტაცებთ დამჭკნარი ყვავილი, რომელიც მეჯლისზე თქვენს ღილკილოს ამშვენებდა. იქვეა წერილიც, რომლის წაკითხვა შიშით გზარავდათ, ან რომელსაც ესოდენ ხშირად კითხულობდით. არაფერი გვეჩვენება შეცვლილი ღამის მოჩვენებათა ჩრდილებიდან. კვლავ ჩვენს თვალწინ იშლება ნაცნობი სინამდვილე. ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით. ხანდახან ასეთ წუთებში დაუცხრომელი სურვილი გვწვავს, თვალი გავახილოთ და სრულიად ახალი სამყარო ვიხილოთ, რომელიც ჩვენდა სასიხარულოდ ერთ ღამეში გარდაქმნილა. ქვეყანა სადაც ყველაფერს მიუღია ახლებური სახე და ფერი. სამყარო, რომელიც მთლად შეცვლილა და ახალი საიდუმლოებითაა სავსე. ქვეყანა, სადაც წარსული ისტორიას ჩაბარებია ან სადღაც კუთხეში მიმალულა და უკვე სულს ღაფავს. და თუ წარსული კიდევ არსებობს სადმე, მის მიმართ არავითარ ვალდებულებას აღარ ვგრძნობთ და სინანულს არ განვიცდით, რადგან ოდესღაც არსებული ბედნიერების მოგონებაშიც კი მუდამ თავისებური სიმწარეა ჩამარხული. ხოლო ხსოვნა გარდასულ სიამეთა შესახებ მარადჟამს ღრმა ტკივილს ტოვებს გულში “…

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: