დეილ კარნეგი – “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”

დღეს, როდესაც რაღაც წიგნებს ვეძებდი წასაკითხად აღმოვაჩინე ახალი წიგნი სათაურით – “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. ავტორი გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი და სოციოლოგი დეილ კარნეგი გახლავთ. სათაურმა იმდენად დამაინტერესა მაშინვე შევუდექი კითხვას. ჩემს აღფრთოვანებას კი საზღვარი არ ქონდა როცა სარჩევში თავების სათაურები წავიკითხე.. ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, იმდენად შეეფერებოდა ჩემს ინტერესებს, სიტუაციას. განსაკუთრებით იმან მომხიბლა რომ ფსიქოლოგიური ჩანაწერებით იყო სავსე წიგნი. ფსიქოლოგია კი როგორც მოგეხსენებათ ძალიან მაინტერესებს. მოკლედ წიგნის კითხვაც დავიწყე… რამდენიმე ფურცლიანი შესავალი ჰქონდა. მართალია ერთი სული მქონდა სანამ მაშინვე დასათაურებულ თავებზე გადავიდოდი მაგრამ აზრზე რომ ვყოფილიყავი წიგნზე და ავტორზე შესავალიც სწრაფად გადავიკითხე და არც შევცმდარვარ – ბევრი რამ გავიგე.

შესავალში საუბარი იყო ჯერ ზოგადად ამ ადამიანის დეილ კარნეგის შესახებ, შემდეგ კი მისი წიგნის შესახებ. დეილ კარნეგზე მოთხრობილს სათაურად ეწერა “უმოკლესი გზა სახელის მოსახვეჭად”. მოკლედ იყო მოთხრობილი თუ როგორ მიაღწია ფერმერის ოჯახში დაბადებულმა დეილმა არნახულ წარმატებას. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, როცა მას ორიგინალური იდეა დაეუფლება და ენთუზიაზმით აღივსება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდით მოკლედ გეტყვით რაში მდგომარეობდა მისი ეს ორიგინალური იდეა და რას ცდილობდა ამდენი ხნის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ცდამ ცხადჰყო, რომ ისეთ სფეროში როგორიც საინჟინრო ტექნიკური საქმიანობაა, ფინანსური წარმატების 15% წმინდა ტექნიკური ცოდნის ხარჯზე მიიღწევა, 85% კი ადამიანთა იმ პიროვნულ თვისებას უნდა მივაწეროთ, რომლითაც შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ ამართლებს ფრაზას: “განათლების უდიდესი მიზანია არა ცოდნა, არამედ მოქმედება”. გარდა ზემოთ ხსენებული მაგალითისა აღსანიშნავია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა რომელიც ორწელიწადნახევარს გრძელდებოდა. უფროსი ასაკის ყელა მოქალაქემ პასუხი გასცა 156 კითხვაზე. დადგინდა რომ მრავალ პრობლემათა შორის, რომლებიც აინტერესებთ უფროსი ასაკის ადამიანებს, პირველ ადგილზეა ჯანმრთელობა, ხოლო მეორეზე – ადამიანი. მეორე საკითხთან დაკავშირებით აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა გამოერჩიათ ადამიანები, რა გზა უნდა გამოენახათ ურთიერთგაგებისთვის, როგორ ექციათ ისინი თანამოაზრეებად, თანამზრახველებად…

ისეთი წიგნი, რომელიც ამ კითხვებზე უპასუხებდა და მოზარდების ინტერესებს დააკმაყოფილებდა იმ დროისთვის არ არსებობდა. არც შესაფერისი ლექციები ტარდებოდა. ქალაქ მერდენში, კომისია დიდხანს ეძებდა გზებსა და საშუალებებს, რომლებიც პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ გამოდგებოდა, მაგრამ ამაოდ.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დეილ კარნეგმა შეექმნა ეს წიგნი. ორიგინალური სათაურითა და მთლიანად თავისი ორიგინალურობით, რომლის ერთადერთი მიზანიც სწორედ იმ შესაძლებლობების გამოვლენაა “რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივ ვერ იყენებს”. დეილი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა რომ განვიმტკიცოთ, საჭიროა თავი ვაიძულოთ გავაკეთოთ ის რისიც გვეშინია და გავიხსენოთ ძველი წარმატებები ამ საქმეში. მან შეიმუშავა სწავლების სისტემა, ასწავლიდა თუ როგორ დაემყარებინათ ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა. თვლიდა რომ დამაჯერებლად ლაპარაკის ხელოვნების დაუფლება უმოკლესი გზაა დაწინაურებისკენ. კარნეგიც ხომ სწორედ ამ გზამ მიიყვანა უდიდეს წარმატებამდე.

“წიგნზე მუშაობის ჟამს წავიკითხე ყველაფერი, რაც კი ამ საკითხზე დაწერილა. ყველა ამ მასალისგან შევადგინე ლექციები და სათაურად ვუწოდე “როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები”. მრავალი წლის განმავლობაში ვუკითხავდი ამ ლექციებს ჩემი კურსის მსმენელებს ნიუ-იორკში და ვაიძულებდი, ყოველივე რაც იქ მოისმინეს პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიანი თუ საზოგადოებრივი შეხვედრების დროს, ხოლო შემდგომ მეცადინეობაზე მოეთხროთ თავიანთი ექსპერიმენტის შედეგებზე. იცით რა საინტერესო საშინაო დავალება იყო? საკუთარი თავის სრულყოფას მოწყურებული ქალბატონები და ბატონები მოხიბლულნი იყვნენ ასეთი, სრულიად ახალი ყაიდის ლაბორატორიული სამუშაოთი.”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ის თუ რას გვპირდება წიგნი და მკითხველი, წიგნის უკანა ყდაზევე იყო ჩამოწერილი:

1. შეგვძენს ბევრ მეგობარს.
2. გვაქცევს პოპულარულ ადამიანად.
3. წარმატებით დავასრულებთ წამოწყებულ საქმეს.
4. გვასწავლის როგორ “ვიშოვნოთ ფული”.
5. ვიქნებით კარგი კომერსანტები და კარგი ხელმძღვანელები.
6. ვიქნებით კარგი მოსაუბრენი.
7. ვიქნებით კარგი მეუღლენი და მშობლები.
და ჩემ აზრს დავამატებდი: გავხდებით უფრო თავდაჯერებულნი!

არ ვიცი გაქვთ თუ არა ეს წიგნი წაკითხული, არც ის ვიცი ადვილად “იშოვება” თუ არა… ამიტომ იდეა მაქვს, რომ ყოველი თავის დასკვნა, მოკლე შინაარსი ან ჩემეული მიმოხილვა ჩემ ბლოგზევე განვიხილო იგივე სათაურებით, როგორი სათაურიც მას წიგნში ექნება. ახლა კი დეილ კარნეგის ფრაზებს გადახედეთ:

ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.

იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.

საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.

თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.

ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.

ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.

ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.

ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.

პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: “ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?” – შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.

About these ads

43 comments

  1. ეს წიგნი ბავშვობაშივე იქცევდა ჩემს ყურადღებას. ერთხელ რომ დავიწყე კითხვა ვერ გავუგე იმდენად პატარა ვიყავი, მეორეჯერ არ მომეწონა (ვიფიქრე რომ არ ვიყავი მზად) , მესამეჯერ წავიკითხე (შარშან) და გამიცრუვდა კიდეც იმედები.
    იმდენად ბევრ რამეს გვპირდება შესავალი და ავტორი, რომ გვგონია ამ წიგნის წაკითხვა და უშეცდომოდ ცხოვრება ერთი იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. დეილ კარნეგმა რჩევები მოგვცა, რომელიც ერთი ნაბიჯით აიოლებს ცხოვრებას. მთავარი მაინც გამოცდილება, შეცდომებზე სწავლა და საკუთარი ძალისხმევით მიხვედრაა.

    შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ არსებობს ფორმულები და 100 გზა ბიჭის გულის მოსაგებად :)) ყველამ ჩვენით უნდა გამოვიმუშავოთ საკუთარი გზები, საკუთარი ხერხები. რადგანაც ინდივიდები ვართ და ყველა ადამიანზე ერთნაირად ვერ მოახდენ შთაბეჭდილებას.

    მოკლედ, მე დიდი ვერაფერი ვისწავლე ამ წიგნიდან და გაცილებით მეტი მისწავლია არა-ფსიქოლოგიური მხატვრული ლიტერატურიდან. თუმცა წასაკითხად მაინც ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს მოსაზრებას დაეთანხმოთ ან პირიქით:)

    1. izabela · · Reply

      ჩემზე კარგი შტაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე, თუმცა უკვე დიდი ხანია გავიდა. ახლა ხელახლა მინდა გადავიკითხო, თუნდაც შეხედულებების გასამყარებლად ანდა გადასაფასებლად?!

  2. მართალი ხარ მარიტა.. ამის შემდეგ პოსტში მიწერია რა მომწონს და რა არა ამ წიგნში. მართლაც დეილი აყალიბებს ქცევების კრიტერიუმებს, თითქოს ჩარჩოებში უნდა მოექცეო მაგრამ ბევრს თუ არა რაღაც ცხოვრებისეულს მაინც სწავლობ იმ მაგალითებიდან თუნდაც რომელის მას აქვს მოყვანილი…))

  3. Cocinio · · Reply

    მათხოვე რა ან თუ არ მათხოვებ მომყიდე :D … რამდენი ხანია ვეძებ დეილ კარნეგის წიგნებს და….

  4. romeli saitidan gadmovwero es wigni?

    1. რომელი საიტიდან გადმოწერო ნამდვილად ვერ გეტყვი.. არ ვიცი..

  5. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, ვერის ბაღში იყო ხოლმე კვირაობით წიგნის ბაზრობა და მანდ ვნახე პირველად კარნეგი. კუსტარული გამოცემა იაფი ღირდა და ვიყიდე კიდეც.

    პირდაპირ და შაბლონურ სახელმძღვანელოდ, ალბათ, არ გამოდგება, მაგრამ პრინციპები სწორად აქვს ჩამოყალიბებული. და რაც მთავარია, არც იმპროვიზაციის საჭიროებას უარყოფს. უფრო პირიქით.

    მანდ, თუ გახსოვს, პატარა ესსეა ღიმილზე. დღემდე ძალიან მომწონს.

    1. oooooo · · Reply

      მეც მომეწონა ეგ ადგილი :) განსაკუთრებით ის ,,ღიმილის ფასი საშობაოდ” :)

  6. კი როგორ არ მახსოვს.. მეც ძალიან მომწონს… შემდეგი პოსტებიც მიწერია ამ წიგნზე, სადაც ისეთი აღფთოვანებული აღარ ვარ როგორც ამ პოსტში ჩანს მისით, მაგრამ საბოლოო ჯამში მშვენიერი წიგნია, მთავარია როგორ გამოიყენებ. როგორ ბუნებრივად გამოიყენებ..))

  7. ❥ Natsy · · Reply

    ძალიან მომეწონა ერთი შეხედვით. თუ რაიმე მაღაზიაში შეხვდები (მაგ: ბიბლუსი.. რომელიც თბლისშიცაა და ბათუმში.) შემატყობინე.. შევეცდები მოვიპოვო.. :)
    ყველაზე მეტად კი იმან მომხიბლა:-რას შევიძენთ წიგნის წაკითხვის შემდეგ! კარგი რამეა.. :)

  8. tu gavige shegatyobineb : )))))))))))))))

  9. კარგი წიგნია მართლა :) მეც შენსავით ვგიჯდები ფსიქოლოგიაზე და როგორც კი ეს წიგნი ხელში ჩავიგდე ჭკუაზე არ ვიყავი, 2 დღეში წავიკკითხე :D უახლოეს მომავალში მეორედ ვაპირებ წაკითხვას. ეს ისეთი წიგნია ერთხელ წაკითხვით რომ არაფერი გამოვა :)

    1. მართალი ხარ,ეს წიგნი თითქმის ყოველდღიურად უნდა გადაიკითხო.

  10. martlac : ))))))))

  11. თავის დროზე ძალიან, ძალიან მომეწონა კარნეგი და დამეხმარა კიდეც… მერე ცოტა გაფერმკრთალდა – ალბათ უფრო იმიტომ, რომ თითქმის ამავე თემას ყოველდღიურად ვეხები მენეჯმენტის სხვადასხვა ვარიაციის სახით :)

  12. ძალიან კარგი თუ ხშირად გიწევს შეხება… დაგიგროვდა გამოცდილება და მაგიტომაც გაფერმკრთალდა უკვე ))

    ჩემს ასაკში მეც დამეხმარა სხვათაშორის.. თუმცა ვერ ვიტყვი პირველი შთაბეჭდილება გამყვა ბოლომდე მეთქი… ბოლოს უფრო მივხვდი რომ ის ისეთი კარგი არ იყო როგორსაც მე ვუწოდებდი : )) თუმცა საკმაოდ დამხმარე და საჭირო წიგნი კი გამოდგა მენეჯმენტის და მსგავსი აზროვნების მხრივ.. აი ფსიქოლოგიაზე კი რა გითხრა… დიდად ვერ ფსიქოლოგობს )

  13. ქუჩაში რომ იყიდება ხოლმე ძველი წიგნები იქ აქვთ, თითქმის ყველგან, მე რომ ვიყიდე 1 ლარი ღირდა, ბევრი ვიყიდე და მეგობრებს დავურიგე, მართლაც მშვენიერი წიგნია… :)

  14. vaime ra saitia gverdiaa <3 <3 verafrit vpoulobdi am kacis nawerebs <3 <3

  15. იზა · · Reply

    მე ძალიან მიყვარს მისი წიგნი 2-3 წაკიტხვით მართლაც და ვერაპერს ვერც გაიგებ და ვერც ისწავლი. მახსოვს მარიტასავით მე კი ერთ ფსიკოლოგიური ფილმია
    სამჯერ მომიწია მისი ყურება და 3-თი გავიგე მისი აზრი დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ისევ. კარნეგს კი ყოველ თითქმის 2კვირაში 1ლ მაინც ვკითხულობ.

    1. sainteresoa iza mets iza mkvia da zustad sheni msgavsi shegrdzneba makvs…….. karnegi hemi sayvareli wignia. mkonda shemtxveva erti psikologiuri kino GOMANS vuyure da 3 tsqerisas gavige ragats mashi……..saainteresoa ara?

  16. 30 lars vixdi wignshi

  17. apachi · · Reply

    ეს წიგნი არის იმაზე, როგორები უნდათ მათ, რომ ვიყოთ. ადამიანი უნდა იყოს ის ვინც არის და იმის მიხედვით შეიძინოს მეგობრები. თუ აქვს მიზანი მისკენ ისწრაფოს თუ არადა ეგდოს ერთ ადგილას.

    1. am wigns martla aqvs ragac principebi chamoyalibebuli.. magram sulac ar nishnavs imas rom es yvelaperi mainc da mainc isaa, rom mat undat isetebi gagvxadon rogoric moesurvebat. es wigni qcevebs ayalibebs magram sakmaod kargi da normaluria mistvis vinc mas realur cxovrebashi gamoiyenebs.. amitom : )))))) ver dagetanxmebi : ))) : *

  18. erekle · · Reply

    vinmes shegidzliat mashovninot es wigniii? dzalian mchirdeba.

  19. წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოდიოდა ჟურნალი “პირიმზე”,სადაც პირველად საბჭოთა ცხოვრებაში დაიბეჭდა დეილის ეს შესანიშნავი წიგნი.მანამდის კი “გპი”-ში ჩემი საუკეთესო მასწავლებელი გვაცნობდა ინგლისურიდან მის მიერვე ნათარგმს

  20. გიორგი ქისტაური · · Reply

    ყველას აზრი წავიკითხე და ყველა მართალია საკუთარი გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა მხოლოდ ის არ უნდა აკეთო რასაც წაიკითხავ და არც უნდა დაივიწყო ასეთი შესანიშნავი ავტორის ნაშრომი…

  21. http://psiqo.blogspot.com/2011/10/blog-post_12.html
    ეს ლინკია ქართულად არის ნათარგმნი დეილ კარნეგი – “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანზე”.
    ხარისხიანად დასკანერებული არ არის მაგრამ წაკითხვა შესაძლებელია

  22. რუსული ვარიანტის ლინკი ხომ არ გექნებათ შემთხვევით?

  23. სამწუხაროდ ვერ ვიშოვე კარნეგი რომ წავიკითხო, ბიბლიოთეკიდანაც კი სულ გატანილია არადა ძალიან მაინტერესებს, მართალია კარნეგი არ წამიკითხავს თუმცა რა მასალაც ინტერნეტით ვნახე მისი ნაშრომის შესახებ რაღაცით ნაპოლეონ ჰილსა და ჯიმ რონის მივამსგავსე, აი მაგალითად: კარნეგი წერს რომ “იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს” ხოლო ჯიმ რონის აზრით წარმატება გამორიცხულია იმ საქმეში რისი კეთებაც ადამიანს არ მოსწონს. ნაპოლეონ ჰილის აზრით კი ყოველნაირი წარმატება თვითშთაგონებაზეა დამყარებული. ანუ შთაგონება არის ის რომ “არ გსიამოვნებს” თუმცა აიძულებ თავსა და გონებას რომ “გესიამოვნოს”. ჩემი აზრით კი მთელი ფსიქოლოგია მხოლოდ საკუთარი თავის მართვაა, მართავ შენს თავს მართავ სხვებს. რადგან კარნეგს ვერ ვშოულობ იქნებ მირჩიოთ სხვა რაიმე რისი წაკითხვის დროსაც “ემოციურად აღვიღზნები” )))წინასწარ დიდი მადლობა

    1. გამარჯობა baska,
      აშკარად გულით მოგინდომებია ამ წიგნის წაკითხვა, წიგნი მაქვს მე მაგრამ რთული იქნება მისი შენთვის მოწოდება, ამიტომ დასკანერებული ვერსიაც მქონდა და აგიტვირთე. არ ვიცი რამდენად სასიამოვნო იქნება კარნეგის სურათებიდან კითხვა, მაგრამ თუკი მოგინდება, შეგიძლია გამოიყენო : ))
      P.S. მერე უკეთესად გააკეთებ შედარებებს და აზრებს გაგვიზიარებ : ))

      http://allshares.ge/download.php?id=768F61D351

      ამ ლინკზეა წიგნი: ))

  24. ძალიან დიდი მადლობა მადონა, ვნახავ წავიკითხავ და აუცილებლად გაგიზიარებთ აზრებს რომელსაც დამიტოვებს ეგ წიგნი. გაიხარე :)

  25. ეს წიგნი ნამდვილად კარგია მაგრამ ამ წიგნის შემდეგ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ევერეტ შოსტრომის ანტი კარნეგი ამ წიგნის დამთავრების შემდეგ მეგონა რაღაც ღირებული ცოდნა შევიძინე მაგრამ ანტი კარნეგმა დამანა თუ როგორ უნდა გახდე აქტუალიზატორი და არა მანიპულატორი

  26. წიგნის ყიდვა ვისაც უნდა შემიძლია მაღალ ფასად მივყიდო არ არის პრობლემა:) თუ რეალურ ფასად გინდათ შეძენა პავლოვზე დასაწყისში წიგნის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ

    1. პრინციპში თანდათან მეც ვხვდები რომ თავდაპირველი შთაბეჭდილება მიქრება, თანაც არც ისე უსაფუძვლოდ..

  27. რათქმაუნდა ასეც უნდა იყოს. დიდი არაფერი პატარა ნიუანსებია გსააზრებელი რომლის ცოდნაც ცუდი არ უნდა იყოს მარა ამ წიგნს დაპროგრამების მიმარტულება აქვს უფრო მიცემული და ასე ვთქვათ ინდივიდუალიზმს ახშობს ადამიანში.

  28. თითქმის ყველგან იყიდება.მე 2ლარად ვიყიდე სულ ახალი.

  29. dzaan axlosaa es posti chemtan ))

  30. ძალიან მიყვარს ეს წიგნი იგი დიდი ხანია ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. გირჩევთ თავების კითხვისას გააკეთოთ რამდენიმე დღიანი პაუზა და ეცადეთ მიღებული ცოდნა ამ დროში დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში. ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ,მეგობრების შეძენასა და პრობლემების გადაჭრაში.. გენიალური წიგნია….

  31. სადშეიძლება ყიდვა და რაღირს?

  32. giorgi sad ikide ? da kidekondat /. ?

  33. Guranda · · Reply

    biblusshi aris ikideba, ,me vikide ramdenime kviris tin, martla kargi tigniaa )) centralis biblusshi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: