მოდილიანი… მოდილიანი… მოდილიანი…

“ჩემი აზრით ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სხვა სამყაროზე უკეთესიც”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სანამ იმ მხატვარზე დავიწყებ წერას, რომლითაც ასე გაგიჟებული და აღფრთოვანებული ვარ, მანამდე ცოტა შესავალსაც გავაკეთებ… ზოგადად ჩემთვის მხატვრობა ძალიან ბევრს ნიშნავს.. 3 წელი დავდიოდი, ცოტა მეტიც და რაღაც ისე მოხდა რომ სკოლის საათებთან ვერ ვათავსებდი და თავი დავანებე.. ძალიან ვნანობ რომ მხატვრობას არ გავყევი.. ძალიან ძალიან ვნანობ. მიყვარს იმპრესიონისტი მხატვრებიც.. ძალიან ბევრი მხატვარი მიყვარს… არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცნობილია ის და ა.შ. როდესაც ნახატს, ტილოს ვუყურებ ჩემში ის რაღაც განცდებს უნდა იწვევდეს, უნდა დამანახოს ის რაც მის უკან იმალება.. ან მამშვიდებდეს, ან მაფორიაქებდეს.. ან მაგიჟებდეს… აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მიყვარს ვან გოგის, ბოტიჩელის, პიკასოს, უტრილოს, გოგენის და მ ო დ ი ლ ი ა ნ ი ს ნახატები.. ისინი ჩემში სწორედ ამ ყველაფერს იწვევენ.. უტრილოს ტილო “Madness” ხო საერთოდ მართლა მაგიჟებს… მოკლედ შეიძლება ჩემს საყვარელ მხატვრებზე კიდევ ბევრი პოსტი დავწერო, ამჟამად კი მხოლოდ ამედეო მოდილიანზე დავწერ. მართალია მას ამედეო ჰქვია მაგრამ ამადეოს ვარ მიჩვეული, არასწორად დავიმახსოვრე და თუ მასე ვახსენე ნუ გამკიცხავთ : ))… უსასრულოდ შემიძლია მასზე წერა.. და ბევრჯერაც დამიწერია.. ვნახოთ ამჯერად რა გამომივა..

ძალიან მცხვენია რომ ამედეო მოდილიანის შესახებ პირველად 1 წლის წინ თუ უფრო ადრე გავიგე.. სამაგიეროდ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ რომ გავიგე.. და რაა გავიგე… სანამ მის შემოქმედებას ასე ვთქვათ საფუძვლიანად ავითვისებდი, მის ნახატებს ვნახავდი და ბიოგრაფიას წავიკითხავდი მანამდე ვუყურე ფილმს სახელად “მოდილიანი”.. სწორედ ამ ფილმის შემდეგ აღვფრთოვანდი მისით..

ფილმი არ არის მოდილიანის ბიოგრაფიასთან მიახლოებული. მაგალითად რენუართან საუბრის მომენტი ფილმში სხვანაირადაა.. იქ მოდილიანი აღფრთოვანებულია მისით. სინამდვილეში კი მოდილიანი სულაც არ აღაფრთოვანა რენუართან დიალოგმა. ასეთი მომენტი ბევრია, თუმცა საბოლოო ჯამში ფილმი მართლაც საინტერესო, სასიამოვნო და საოცარი გამოვიდა, მისი რეჟისორი მაიქს დევისი გახლავთ, მოდილიანის როლს კი ცნობილი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს.

ფილმის მოკლე აღწერა >>
1919 წელი. ომი დამთავრდა, და პარიზის ღამის ცხოვრება ავსებულია ვნებით და უკონტროლო სურვილებით. კაფე “როტონდაში”,მხატვრების ელიტის შტაბ-ბინა, ჩვენ ვპოულობთ მაგიდას, რომელიც ვერ შეედრება ვერცერთ მაგიდას ისტორიაში: მაგიდასთან ზიან პიკასო, რივერა, კოქტო, სუტინი, უტრილო და მოდილიანი. ეს ამბავი სასტიკ მატოქეობაზე მოდილიანი და პიკასოს შორის. ორი ადამიანის შორის, რომლების შურიც ერთმანეთის მიმართ მათი ტალანტის, ქედმაღლობის და ვნებების ფონზეა. ყველაფერთან ერთად, ეს ამბავი უდიდეს ტრაგიკულ სიყვარულზეა ხელოვნების ისტორიაში…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ შემიყვარდა ეს მხატვარი უზომოდ.. ამ ფილმის მერე დავიწყე მისი ნახატების, ბიოგრაფიების, მასზე დაწერილი წიგნების, წერილების კითხვა, თვალიერება.. სადაც კი მოდილიანის სახელი იყო ყველგან “გავრბოდი”.. მისით აღვფრთოვანდი.. როგორც მხატვარი ისეც საოცრებაა.. და როგორც პიროვნება ხომ საერთოდ!! რაღაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივია. მისი ნახატებიდან განსაკუთრებით მხიბლავს “ლურჯ კაბიანი ქალი”, “გოგონას პორტრეტი”, “ჟანა”, მისი ავტოპორტრეტი.. და… მოკლედ. მისი ნახატები ადვილი ამოსაცნობია. მისთვის დამახასიათებელი სტილია გრძელი კისერი, წვრილი, ხანდახან ნახევრად დახატული თვალები, მუქი, მკვეთრი ფერები. “იგი უპირველეს ყოვლისა ადამიანურია და თავისი შემოქმედებითი არსით ადამიანებისთვისაა შექმნილი. იდუმალებანი, რაც ნიშანდობლივია მისთვის როგორც ყველა დიდ მხატვარს, მასაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რათა ყველამ თავისებურად ამოიცნოს, მისი მთრთოლვარე, შინაგანი ხმა ყოველთვის გამოძახილს ეძებს. ამიტომაც ბედავს ასეთ უსაზღვრო გულწრფელობას და არც ის აშინებს, თუ ვინმეს უცნაურად მოეჩვენება”. როდესაც მე მის ნახატებზე გამოსახულ ადამიანებს ვუყურებ, თითქოს თვალწინ მიდგება გამოსახული ადამიანის ცხოვრება.. ნახატი მიჩვენებს რა აქვს მას გადატანილი თუ გამოვლილი.. ზოგადად როგორი ტიპია ის. ამის მიხვედრაში მეხმარება მოდილიანის მიერ ნახატზე ორიგინალურად გადმოცემის ხერხი.. მინდა გავიხსენო მოდილიანისა და სიურვაჟის დიალოგი, რომელიც ზუსტად ერგება ჩემს ნათქვამს.

სიურვაჟი: რატომ არის რომ შენს პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი მაქვს ?
მოდილიანი: იმიტომ, რომ შენ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას. მეორე თვალით საკუთარ თავშიი ხედები.”

მისი ნახატები მართლაც საოცარ გრძნობებს აღძრავს ჩემში.. ჟან კოკტოს თქმის არ იყოს ” მისი ნახატები უსიტყვო საუბარი იყო. იგი გახლდათ დიალოგი მის ხაზებსა და ჩვენ ხაზებს შორის”

თუ გსურთ ამადეო მოდილიანზე მეტი ინფორმაციის გაგება.. მასზე როგორც პიროვნებაზე და მხატვარზე გარკვეული შეხედულების შექმნა, მაშინ გირჩევთ წაიკითხოთ წიგნები:

ვიტალი ვილენკინი – “ამედეო მოდილიანი”
ჟანა მოდილიანი – “მოდილიანი ლეგენდების გარეშე”
პიერ სიშელი – “მოდილიანის ბიოგრაფია”

ახლა კი თქვენც გაგაცნობთ მოდილიანის გამონათქვამებს, რომლებიც ვიტალი ვილენკინის ზემოთ ხსენებულ წიგნის ბოლოს იყო თავმოყრილი.. ამით მართლაც კარგად ჩანს მისი პიროვნება:

“ჩვენ ცალკე სამყარო ვართ, ბურჟუა მეორე-ჩვენთვის უცხო სამყარო”

“ალკოჰოლი გვთიშავს გარესამყაროსგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენს შინაგან სამყაროს და შეგვყავს მასში გარე სამყარო”

“ყველაზე დიდი მოგებაც ვერ ახშობს აზარტს. მე ყოველთვის ვიტოვებ რაღაცას ნარაგად. მხატვრობაში არასოდეს არ უნდა გამოამჟღავნო ყველაფერი ბოლომდე”

” ხაზი ჯადოსნური ჯოხია, მისი გამოყენება რომ შეძლო ამისთვის გენიოსობაა საჭირო”

“ჩვენ ვოცნებობთ, შევქმნათ ახალი სამყარო. საამისოდ მივმართავთ ფორმას, ფერებს, მაგრამ ეს სამყარ შეიძლება განაგოს მხოლოდ აზრმა”

“არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, არამედ ის ვინც თვითონ განაგებს თავის შესაძლებლობებს”

” მუშაობისთვის აუცილებლად მჭირდება ცოცხალი არსება. აუცილებლად უნდა ვხედავდე მას ჩემს თვალწინ. აბსტრაქცია ფიტავს., იგი ჩიხია”

10 comments

  1. Momewona.. <3 “არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, არამედ ის ვინც თვითონ განაგებს თავის შესაძლებლობებს”

  2. ჟანა მოდილიანი – “მოდილიანი ლეგენდების გარეშე”
    ai es qartulad tu aris natargmni da sad vishovo ?

    1. ნამდვილად არ ვიცი : ხ

  3. ვიტალი ვილენკინი – “ამედეო მოდილიანი” an es minda dzalian gtxovt mitxarit sad vishovo qartulad mindaogond tu iqneba

    1. ვერ გეტყვი, მე სახლში მქონდა.. ადრინდელი ნაყიდია

  4. gadavqeqe yvelaperi versad ver vishove es wignii :(:(:(

  5. my history—–>>> ” ზოგადად ჩემთვის მხატვრობა ძალიან ბევრს ნიშნავს.. 3 წელი დავდიოდი, ცოტა მეტიც და რაღაც ისე მოხდა რომ სკოლის საათებთან ვერ ვათავსებდი და თავი დავანებე.. ძალიან ვნანობ რომ მხატვრობას არ გავყევი.. ძალიან ძალიან ვნანობ.” მეც ძალიან ვნანობ :(((

  6. […] მესამე ბლოგიც მოდილიანი…მოდილიანი…მოდილიანი . ეს მხატვარი ჩემთვის არის თითქოს […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: